Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

საფრანგეთის დიდი რევოლუციის 1791-1792 წლების (საკანონმდებლო კრების) შესწავლა საქართველოში

View through CrossRef
საფრანგეთის დიდი რევოლუციის და ნაპოლეონის ეპოქა, საქართველოში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ახალი ისტორიის პერიოდიდან, არცერთი საკითხი ისე კარგად არაა დამუშავებული და შესწავლილი, როგორც აღნიშნული ეპოქა. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ისტორიოგრაფიამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა და შეეცადა შეძლებისდაგვარად წინ წაეწია საქართველოში საფრანგეთის დიდი რევოლუციის და ნაპოლეონის ეპოქის სწავლება, პოპულარიზაცია და შესწავლა, რაც ქართული ისტორიოგრაფიის წარმატებაა. ამდენი საფრანგეთის ისტორიის არც ერთ სხვა საკითხზე არაა დაწერილი, რამდენიც საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე და ნაპოლეონზე. ცხადია, ეს საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობას ხაზს უსვამს.საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი საკანონმდებლო კრების მოღვაწეობის პერიოდია, რომელმაც აღნიშნულ ისტორიულ მოვლენას განსაკუთრებული კვალი დაატყო. საკანონმდებლო კრების საქმიანობა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ქართველ მკვლევარებს, რომლებმაც ჩვენთვის საინტერესო საკითხი სათანადოდ გააშუქეს და საკუთარი, საინტერესო მსჯელობა, ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. საკანონმდებლო კრების საქმიანობით არაერთი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი დაინტერესდა, როგორებიც არიან, პროფესორები: გ. ნათაძე, ა. ნამორაძე კ. ანთაძე და მ. კალანდაძე. საკანონმდებლო კრების მოღვაწეობას შეეხო XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელიც პუბლიცისტური საქმიანობითაც გახლდათ დაკავებული. ვფიქრობთ, ძალზე საინტერესოა, თუ როგორ ხდებოდა საკანონმდებლო კრების საქმიანობის გაშუქება, პოპულარიზაცია და შესწავლა საქართველოში, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე.იქიდან გამომდინარე, რომ მასალათა კრებულში დასაბეჭდი სტატიების მოცულობა განსაზღვრულია, ხოლო ჩვენი სრული სტატია დადგენილ მოცულობას ბევრად აღემატება, წინამდებარე ნაშრომში საუბარი გვექნება, თუ როგორ ხდებოდა საკანონმდებლო კრების მოღვაწეობის შესწავლა, გაშუქება საქართველოს გასაბჭოებამდე (1921 წლამდე), ხოლო ჩვენს მონოგრაფიაში, რომელზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება, მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული საკითხის შესწავლა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
Title: საფრანგეთის დიდი რევოლუციის 1791-1792 წლების (საკანონმდებლო კრების) შესწავლა საქართველოში
Description:
საფრანგეთის დიდი რევოლუციის და ნაპოლეონის ეპოქა, საქართველოში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და ახალი ისტორიის პერიოდიდან, არცერთი საკითხი ისე კარგად არაა დამუშავებული და შესწავლილი, როგორც აღნიშნული ეპოქა.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ისტორიოგრაფიამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა და შეეცადა შეძლებისდაგვარად წინ წაეწია საქართველოში საფრანგეთის დიდი რევოლუციის და ნაპოლეონის ეპოქის სწავლება, პოპულარიზაცია და შესწავლა, რაც ქართული ისტორიოგრაფიის წარმატებაა.
ამდენი საფრანგეთის ისტორიის არც ერთ სხვა საკითხზე არაა დაწერილი, რამდენიც საფრანგეთის დიდ რევოლუციაზე და ნაპოლეონზე.
ცხადია, ეს საკითხის განსაკუთრებულ აქტუალობას ხაზს უსვამს.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი საკანონმდებლო კრების მოღვაწეობის პერიოდია, რომელმაც აღნიშნულ ისტორიულ მოვლენას განსაკუთრებული კვალი დაატყო.
საკანონმდებლო კრების საქმიანობა ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ საფრანგეთის დიდი რევოლუციის ქართველ მკვლევარებს, რომლებმაც ჩვენთვის საინტერესო საკითხი სათანადოდ გააშუქეს და საკუთარი, საინტერესო მსჯელობა, ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს.
საკანონმდებლო კრების საქმიანობით არაერთი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი დაინტერესდა, როგორებიც არიან, პროფესორები: გ.
ნათაძე, ა.
ნამორაძე კ.
ანთაძე და მ.
კალანდაძე.
საკანონმდებლო კრების მოღვაწეობას შეეხო XX საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელიც პუბლიცისტური საქმიანობითაც გახლდათ დაკავებული.
ვფიქრობთ, ძალზე საინტერესოა, თუ როგორ ხდებოდა საკანონმდებლო კრების საქმიანობის გაშუქება, პოპულარიზაცია და შესწავლა საქართველოში, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე.
იქიდან გამომდინარე, რომ მასალათა კრებულში დასაბეჭდი სტატიების მოცულობა განსაზღვრულია, ხოლო ჩვენი სრული სტატია დადგენილ მოცულობას ბევრად აღემატება, წინამდებარე ნაშრომში საუბარი გვექნება, თუ როგორ ხდებოდა საკანონმდებლო კრების მოღვაწეობის შესწავლა, გაშუქება საქართველოს გასაბჭოებამდე (1921 წლამდე), ხოლო ჩვენს მონოგრაფიაში, რომელზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება, მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული საკითხის შესწავლა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.

Related Results

Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour
Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული მეგობრები. ისინი, სხვადასხვა ეროვნების ქართველოლოგები, ჩამოდიოდნენ ამ ქვეყანაში, უყვარდებოდათ იგი, მისი ხალხი, მისი კულტურა და დიდი წვლილი შ...
ადამიანური რესურსების განვითარების გამოწვევები ქართული ეკონომიკის პირობებში
ადამიანური რესურსების განვითარების გამოწვევები ქართული ეკონომიკის პირობებში
ანა ჩაგელიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საქართველო, თბილისი Email: chagelishviliana@yahoo.com https://orcid.org...
კოტე მარჯანიშვილის პირველი საბავშვო ოპერა ქუთაისში
კოტე მარჯანიშვილის პირველი საბავშვო ოპერა ქუთაისში
ეს მოვლენა ნაკლებადაა ცნობილი ქართული თეატრის ისტორიაში და თვით ქუთაისშიც კი. ნაშრომი პირველად იკვლევს ქუთაისში დიდი ქართველი  რეჟისორის  –  კოტე  მარჯანიშვილის   მიერ საქართველოში...
არიარათეს I (ძვ.წ.333–322 ) დრაქმა ფიჭვნარიდან
არიარათეს I (ძვ.წ.333–322 ) დრაქმა ფიჭვნარიდან
შრომა მიზნად ისახავდა 2007 წელს, საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას, ელინისტური სამაროვნის 227-ე სამარხშიგამოვლენილი ვერცხლის მონეტის განსაზღვრას, ...
Legal Categories of Discrimination and Their Distinctive Characteristics
Legal Categories of Discrimination and Their Distinctive Characteristics
სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობა. დღევანდელ მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდა...
ბერ- ძირიანი გვარსახელები გურულში
ბერ- ძირიანი გვარსახელები გურულში
გვარსახელების საქართველოს კუთხეების მიხედვით შესწავლას განსაკგვარსახელების საქართველოს კუთხეების მიხედვით შესწავლასგანსაკუთრებული სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სიტყვა-...
ადამიანური რესურსების განვითარების ციფრული პლატფორმები საქართველოში
ადამიანური რესურსების განვითარების ციფრული პლატფორმები საქართველოში
ანა ჩაგელიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ელ-ფოსტა: chagelishviliana@yahoo.com https://orcid.org/0000-0003-3683-...
ეკონომიკის დინამიკის კოვიდპანდემიაზე დამოკიდებულების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
ეკონომიკის დინამიკის კოვიდპანდემიაზე დამოკიდებულების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
იოსებ არჩვაძე ეკონომიკის დოქტორი ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ქუთაისი, საქართველო E-mail: daswreba@yahoo.com http://orcid.org/0000-0003-0288-288X   მოკლე აღწერა საქარ...

Back to Top