Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

ადამიანური რესურსების განვითარების გამოწვევები ქართული ეკონომიკის პირობებში

View through CrossRef
ანა ჩაგელიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საქართველო, თბილისი Email: chagelishviliana@yahoo.com https://orcid.org/0000-0003-3683-3533   მოკლე აღწერა აბსტრაქტი. ნაშრომის მიზანია ადამიანური რესურსების განვი­თა­რების მიმართულებით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციების მიმოხილვა და პრობლემური საკითხების გამოკვეთა, რისთვისაც გამოყენებულია სამაგიდე კვლევის მეთოდი. ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები ქვეყნის მოსახლეო­ბის ნაწილს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, მათ განვითარებაზე საუბარი თავად ერის განვითარების ზოგადი შეფასებით უნდა დაიწ­ყოს. ამ მიზნისათვის ხშირად გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ადამიანური განვითარებისა (HDI) და გლობალური ცოდ­­ნის ინდექსი. ორივე ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებ­ლე­ბი წლების განმავლობაში ზრდას განიცდიდა და მსოფლიოს საშუა­ლო მაჩვენებელს ძირითადად აჭარბებდა. ასეთი შედეგებით იგი ძ­ა­ლიან მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების ჯგუფში ხვდება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინდექსები თავის მხრივ მრავალ კომპონენტსა და სუბინდექსს მოიცავენ, რაც შესაძლოა მაღალი ელემენტების ხარჯზე დაბალი მაჩვენებლების კომპენსირებას იწვევდნენ. შესაბამისად, სა­ქართ­ველოს მოსახლეობის განვითარების დადებით დონეს საჯარო და კერძო სექტორში გამოვლენილი არაერთი პრობლემა უპირისპირდება. საჯარო სექტორის ანალიზმა აჩვენა, რომ წლების განმავლობაში თანამშრომელთა განვითარების გეგმის არ არსებობა იმდენად დიდი პრობლემა იყო, რომ საკანონმდებლო დონეზეც კი გაიწერა უწყებების მი­ერ ზემოაღნიშნული გეგმის წარმოება-წარდგენისა და საჯარო მოხე­ლე­თა განვითარების მთელი რიგი საკითხები. ამგვარი გადაწყვეტი­ლე­ბა წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, შესაძლოა ითქვას, რომ მოხდა დიდი პრობლემის დანაწევრება მრავალ ნაწილად და წარმოიშვა თანა­მშრომელთა განვითარების საჭიროებების გამოვლენისათვის სამუშაოს შეს­რუ­ლების შეფასების სათანადო ფორმით, ხარისხითა და მეთოდო­ლოგიით წარმოების აუცილებლობა. ამასთან, ვალდებულებათა სამართლებრივმა გაწერამ სამომავლოდ შესაძლოა გამოიწვიოს საჯარო სექტორისთვის დამახასიათებელი ფორმალურობით განპირობებული ბიუროკრატიის ხარისხის ზრდა. რაც შეეხება კერძო სექტორს, ადამიანური რესურსების განვითა­რების სისტემა საჯაროსთან შედარებით მოწესრიგებულია მსხვილ ორგანიზაციებში, ხოლო თანამშრომელთა მცირე რაოდენობის დამსაქ­მებ­ლების შემთხვევაში ამგვარი სისტემა თითქმის არ არსებობს, ან არ­სე­ბობს სისტემის ცალკეული ელემენტების ფრაგმენტულად არსებობის ხარჯზე.  
Batumi Navigation Teaching University
Title: ადამიანური რესურსების განვითარების გამოწვევები ქართული ეკონომიკის პირობებში
Description:
ანა ჩაგელიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საქართველო, თბილისი Email: chagelishviliana@yahoo.
com https://orcid.
org/0000-0003-3683-3533   მოკლე აღწერა აბსტრაქტი.
ნაშრომის მიზანია ადამიანური რესურსების განვი­თა­რების მიმართულებით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციების მიმოხილვა და პრობლემური საკითხების გამოკვეთა, რისთვისაც გამოყენებულია სამაგიდე კვლევის მეთოდი.
ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები ქვეყნის მოსახლეო­ბის ნაწილს წარმოადგენენ.
აქედან გამომდინარე, მათ განვითარებაზე საუბარი თავად ერის განვითარების ზოგადი შეფასებით უნდა დაიწ­ყოს.
ამ მიზნისათვის ხშირად გამოიყენება ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა ადამიანური განვითარებისა (HDI) და გლობალური ცოდ­­ნის ინდექსი.
ორივე ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებ­ლე­ბი წლების განმავლობაში ზრდას განიცდიდა და მსოფლიოს საშუა­ლო მაჩვენებელს ძირითადად აჭარბებდა.
ასეთი შედეგებით იგი ძ­ა­ლიან მაღალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების ჯგუფში ხვდება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინდექსები თავის მხრივ მრავალ კომპონენტსა და სუბინდექსს მოიცავენ, რაც შესაძლოა მაღალი ელემენტების ხარჯზე დაბალი მაჩვენებლების კომპენსირებას იწვევდნენ.
შესაბამისად, სა­ქართ­ველოს მოსახლეობის განვითარების დადებით დონეს საჯარო და კერძო სექტორში გამოვლენილი არაერთი პრობლემა უპირისპირდება.
საჯარო სექტორის ანალიზმა აჩვენა, რომ წლების განმავლობაში თანამშრომელთა განვითარების გეგმის არ არსებობა იმდენად დიდი პრობლემა იყო, რომ საკანონმდებლო დონეზეც კი გაიწერა უწყებების მი­ერ ზემოაღნიშნული გეგმის წარმოება-წარდგენისა და საჯარო მოხე­ლე­თა განვითარების მთელი რიგი საკითხები.
ამგვარი გადაწყვეტი­ლე­ბა წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, შესაძლოა ითქვას, რომ მოხდა დიდი პრობლემის დანაწევრება მრავალ ნაწილად და წარმოიშვა თანა­მშრომელთა განვითარების საჭიროებების გამოვლენისათვის სამუშაოს შეს­რუ­ლების შეფასების სათანადო ფორმით, ხარისხითა და მეთოდო­ლოგიით წარმოების აუცილებლობა.
ამასთან, ვალდებულებათა სამართლებრივმა გაწერამ სამომავლოდ შესაძლოა გამოიწვიოს საჯარო სექტორისთვის დამახასიათებელი ფორმალურობით განპირობებული ბიუროკრატიის ხარისხის ზრდა.
რაც შეეხება კერძო სექტორს, ადამიანური რესურსების განვითა­რების სისტემა საჯაროსთან შედარებით მოწესრიგებულია მსხვილ ორგანიზაციებში, ხოლო თანამშრომელთა მცირე რაოდენობის დამსაქ­მებ­ლების შემთხვევაში ამგვარი სისტემა თითქმის არ არსებობს, ან არ­სე­ბობს სისტემის ცალკეული ელემენტების ფრაგმენტულად არსებობის ხარჯზე.
 .

Related Results

Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour
Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული მეგობრები. ისინი, სხვადასხვა ეროვნების ქართველოლოგები, ჩამოდიოდნენ ამ ქვეყანაში, უყვარდებოდათ იგი, მისი ხალხი, მისი კულტურა და დიდი წვლილი შ...
ბიზნეს-გარემოს რეგიონული ასპექტები: კონკურენტუნარიანობა და შესაძლებლობები
ბიზნეს-გარემოს რეგიონული ასპექტები: კონკურენტუნარიანობა და შესაძლებლობები
რამინ ცინარიძე ბიზნესის მართვის დოქტორი ბათუმის შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბათუმი, საქართველო E-mail: ramin.tsinaridze@bsu.edu.ge http...
ადამიანური რესურსების განვითარების ციფრული პლატფორმები საქართველოში
ადამიანური რესურსების განვითარების ციფრული პლატფორმები საქართველოში
ანა ჩაგელიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ელ-ფოსტა: chagelishviliana@yahoo.com https://orcid.org/0000-0003-3683-...
Cultural Inheritance And Media
Cultural Inheritance And Media
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული მნიშვ-ნელობა ენიჭება. ქართული პრესა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ქრისტიანულ სარწმ...
The Improvement of Teaching Economic Subjects
The Improvement of Teaching Economic Subjects
თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერება განიხილავს ცოდნას, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორს, ინვეს ტიციის ფორმას ადამიანურ კაპიტალში, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ე...
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი წიგნსაცავია. იგი ფლობს მილიონზე მეტ საბიბლიოთეკო დოკუმენტს: წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, CD-DVD ...
Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)
Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)
ქართული ავანგარდული მხატვრობა უაღრესად საინტერესო მოვლენაა, ევროპის უკიდურეს საზღვარზე მყოფი, უძველესიკულტურის მქონე პატარა ქვეყნისა, რომელიც ცნობილი ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზების ...
EUROPÄISCHES STRAFRECHT
EUROPÄISCHES STRAFRECHT
აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ქართული სისხლის სამართლისთვის ევროპულმა სისხლის სამართალმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შ...

Back to Top