Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour

View through CrossRef
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული მეგობრები. ისინი, სხვადასხვა ეროვნების ქართველოლოგები, ჩამოდიოდნენ ამ ქვეყანაში, უყვარდებოდათ იგი, მისი ხალხი, მისი კულტურა და დიდი წვლილი შეჰქონდათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში. უცხოელი ქართველოლოგების თანავარსკვლავედში განსაკუთრებული ადგილი უკავია მარჯორი უორდროპს (1869-1909). მისი ხანმოკლე სიცოცხლის დიდი ნაწილი საქართველოს უკავშირდება, კერძოდ კი „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას და მას საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ამ უდიდესი ღვაწლის გამო იცნობენ და აფასებენ. ბოლო დრომდე ცოტა რამ იყო ცნობილი მ. უორდროპის ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შესახებ, რასაც დეტალურად განვიხილავ ამ სტატიაში. მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფიული მასალების შესახებ პირველი ინფორმაცია ქართულ სამეცნიერო სივრცეში 1998 წელს გამოჩნდა, როდესაც პროფესორმა მარიკა ოძელმა გამოაქვეყნა მონოგრაფია ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიის შესახებ (ოძელი 1998). ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში მუშაობისას, მან მიაგნო მარჯორის დაუსრულებელი „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ხელნაწერს, რომელიც აღწერა ხსენებულ მონოგრაფიაში. 2014 წელს მ. ოძელმა და თ. მარგალიტაძემ საქართველოში ჩამოიტანეს მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ მასალების ფოტოასლები. ლექსიკონი გაციფრდა და ორენოვანი ინგლისურ-ქართული კომენტარებით გამოქვეყნდა 2019 წელს მ. უორდროპის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად (მარგალიტაძე, ოძელი 2019). ლექსიკონის სატიტულო ფურცლიდან ვიგებთ, რომ მ. უორდროპს თავის „ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე“ მუშაობა 1891 წლის ნოემბერში დაუწყია, სწორედ იმ წელს, როდესაც იგი შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას. ამდენად ირკვევა, რომ ოცდაორი წლის ახალგაზრდა ქალმა ერთდროულად წამოიწყო ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება: „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ შედგენა და „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა. 1892 წლის 5 დეკემბერს მარჯორიმ მე-1000 სიტყვა ჩაწერა თავის ლექსიკონში და მასზე მუშაობა აღარ გაუგრძელებია, ლექსიკონი დაუსრულებელი დარჩა „ვეფხისტყაოსანს“ კი იგი 18 წელი თარგმნიდა და მუდმივად მუშაობდა ტექსტის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.მიუხედავად იმისა, რომ მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ დაუსრულებელია, მისი შესწავლა მრავალი თვალსაზრისით აღმოჩნდა საინტერესო. ლექსიკონის დონეზე ცალკეული ქართული სიტყვებისა და მათი ინგლისური ეკვივალენტების ანალიზმა და შედარებამ პოემის შესაბამის სტროფებთან, თვალნათლივ დაგვანახა თუ როგორ ფაქიზად გრძნობს ქართულ სიტყვას მთარგმნელი, როგორი სათუთია მისი დამოკიდებულება ენისადმი, როგორი სიზუსტით არჩევს ქართული სიტყვების ინგლისურ შესატყვისებს, როგორი აღტაცებულია იგი ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. აღსანიშნავია, რომ მარჯორის ეს საოცარი ნიჭი ქართული სიტყვის აღქმისა, ვლინდება „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის საწყის ეტაპზე, როდესაც იგი ჯერ კიდევ გამოუცდელია როგორც მთარგმნელი. ცხადია, წლებმა მოიტანა დიდი ოსტატობა, რამაც, დიდ ნიჭთან და ქართული სიტყვის სიღრმისეული წვდომის უნართან ერთად, მარჯორი უორდროპს შეაქმნევინა ქართული პოემის სრულიად უნიკალური თარგმანი. ამ ნაშრომს დღესაც ვერ შეედრება პოემის ვერც ერთი მომდევნო ეპოქებში შექმნილი ინგლისური თარგმანი. სწორედ ასეთი სიზუსტის გამო იქცა მარჯორის თარგმანი „ვეფხისტყაოსნის“ სხვა ენებზე შექმნილი არაერთი თარგმანის საფუძვლად.
Academy of Digital Humanities - Georgia
Title: Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour
Description:
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული მეგობრები.
ისინი, სხვადასხვა ეროვნების ქართველოლოგები, ჩამოდიოდნენ ამ ქვეყანაში, უყვარდებოდათ იგი, მისი ხალხი, მისი კულტურა და დიდი წვლილი შეჰქონდათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში.
უცხოელი ქართველოლოგების თანავარსკვლავედში განსაკუთრებული ადგილი უკავია მარჯორი უორდროპს (1869-1909).
მისი ხანმოკლე სიცოცხლის დიდი ნაწილი საქართველოს უკავშირდება, კერძოდ კი „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას და მას საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, ამ უდიდესი ღვაწლის გამო იცნობენ და აფასებენ.
ბოლო დრომდე ცოტა რამ იყო ცნობილი მ.
უორდროპის ლექსიკოგრაფიული საქმიანობის შესახებ, რასაც დეტალურად განვიხილავ ამ სტატიაში.
მარჯორი უორდროპის ლექსიკოგრაფიული მასალების შესახებ პირველი ინფორმაცია ქართულ სამეცნიერო სივრცეში 1998 წელს გამოჩნდა, როდესაც პროფესორმა მარიკა ოძელმა გამოაქვეყნა მონოგრაფია ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიის შესახებ (ოძელი 1998).
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში მუშაობისას, მან მიაგნო მარჯორის დაუსრულებელი „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ ხელნაწერს, რომელიც აღწერა ხსენებულ მონოგრაფიაში.
2014 წელს მ.
ოძელმა და თ.
მარგალიტაძემ საქართველოში ჩამოიტანეს მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ მასალების ფოტოასლები.
ლექსიკონი გაციფრდა და ორენოვანი ინგლისურ-ქართული კომენტარებით გამოქვეყნდა 2019 წელს მ.
უორდროპის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად (მარგალიტაძე, ოძელი 2019).
ლექსიკონის სატიტულო ფურცლიდან ვიგებთ, რომ მ.
უორდროპს თავის „ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე“ მუშაობა 1891 წლის ნოემბერში დაუწყია, სწორედ იმ წელს, როდესაც იგი შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას.
ამდენად ირკვევა, რომ ოცდაორი წლის ახალგაზრდა ქალმა ერთდროულად წამოიწყო ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება: „ინგლისურ-ქართული ლექსიკონის“ შედგენა და „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა.
1892 წლის 5 დეკემბერს მარჯორიმ მე-1000 სიტყვა ჩაწერა თავის ლექსიკონში და მასზე მუშაობა აღარ გაუგრძელებია, ლექსიკონი დაუსრულებელი დარჩა „ვეფხისტყაოსანს“ კი იგი 18 წელი თარგმნიდა და მუდმივად მუშაობდა ტექსტის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ მარჯორი უორდროპის „ინგლისურ-ქართული ლექსიკონი“ დაუსრულებელია, მისი შესწავლა მრავალი თვალსაზრისით აღმოჩნდა საინტერესო.
ლექსიკონის დონეზე ცალკეული ქართული სიტყვებისა და მათი ინგლისური ეკვივალენტების ანალიზმა და შედარებამ პოემის შესაბამის სტროფებთან, თვალნათლივ დაგვანახა თუ როგორ ფაქიზად გრძნობს ქართულ სიტყვას მთარგმნელი, როგორი სათუთია მისი დამოკიდებულება ენისადმი, როგორი სიზუსტით არჩევს ქართული სიტყვების ინგლისურ შესატყვისებს, როგორი აღტაცებულია იგი ქართული ენის ლექსიკური სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით.
აღსანიშნავია, რომ მარჯორის ეს საოცარი ნიჭი ქართული სიტყვის აღქმისა, ვლინდება „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის საწყის ეტაპზე, როდესაც იგი ჯერ კიდევ გამოუცდელია როგორც მთარგმნელი.
ცხადია, წლებმა მოიტანა დიდი ოსტატობა, რამაც, დიდ ნიჭთან და ქართული სიტყვის სიღრმისეული წვდომის უნართან ერთად, მარჯორი უორდროპს შეაქმნევინა ქართული პოემის სრულიად უნიკალური თარგმანი.
ამ ნაშრომს დღესაც ვერ შეედრება პოემის ვერც ერთი მომდევნო ეპოქებში შექმნილი ინგლისური თარგმანი.
სწორედ ასეთი სიზუსტის გამო იქცა მარჯორის თარგმანი „ვეფხისტყაოსნის“ სხვა ენებზე შექმნილი არაერთი თარგმანის საფუძვლად.

Related Results

Marjory Scott Wardrop and Early Twentieth-century Georgian History
Marjory Scott Wardrop and Early Twentieth-century Georgian History
In her article "Marjory Scott Wardrop and Early Twentieth-century Georgian History" Shorena Stoyer presents documents and translations of Marjory Scott Wardrop (1869-1909), of hith...
Mindy Calling: Size, Beauty, Race in The Mindy Project
Mindy Calling: Size, Beauty, Race in The Mindy Project
When characters in the Fox Television sitcom The Mindy Project call Mindy Lahiri fat, Mindy sees it as a case of misidentification. She reminds the character that she is a “petite ...
E-Press and Oppress
E-Press and Oppress
From elephants to ABBA fans, silicon to hormone, the following discussion uses a new research method to look at printed text, motion pictures and a te...
Born To Die: Lana Del Rey, Beauty Queen or Gothic Princess?
Born To Die: Lana Del Rey, Beauty Queen or Gothic Princess?
Closer examination of contemporary art forms including music videos in addition to the Gothic’s literature legacy is essential, “as it is virtually impossible to ignore the relatio...
Power in Silence: Captions, Deafness, and the Final Girl
Power in Silence: Captions, Deafness, and the Final Girl
IntroductionThe horror film Hush (2016) has attracted attention since its release due to the uniqueness of its central character—a deaf–mute author who lives in a world of silence....
“Lavender Haze” in the Airways
“Lavender Haze” in the Airways
Introduction Taylor Swift has dominated global press in recent years through the success of her Eras Tour, her use of authenticity in branding (Khanal 234), and her choreographed e...
A Cookbook of Her Own
A Cookbook of Her Own
Introduction The recipe is more than just a list of ingredients and the instructions on how to prepare a particular dish. Recipes also are, as Janet Floyd and Laurel Foster argu...
Like Lady Godiva
Like Lady Godiva
Introducing Lady Godiva through a Fan-Historical Lens The legend of Lady Godiva, who famously rode naked through the streets of Coventry, veiled only by her long, flowing hair, has...

Back to Top