Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

Cultural Inheritance And Media

View through CrossRef
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული მნიშვ-ნელობა ენიჭება. ქართული პრესა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქართულ ეკლესიას. პრესაში იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟანრის მასალები ქართული მართლმადიდებლური ტრადიციების, ქართველი ბერმონაზვნების, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის წარმოების შესახებ. საქართველოში გამომავალი ჟურნალ-გაზეთები ,,ივერია“, ,,დროება“, ,,კრებული“, ,,საქართველო” და სხვ. ყოველნაირად ცდილობდნენ სააშკაროზე გამოეყვანათ ის პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული ეკლესიის დანგრევასა და გაპარტახებას, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.საინტერესოა, როგორ ეხმაურება ქართული ეკლესიებისა და მონასტრების მდგომარეობას თანამედროვე პრესა. რა რეზონანსიაქვს ამ ფაქტს და რა სახის პუბლიკაციები შუქდება. უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ქართული მედია განსაკუთრებითდაინტერესდა დავითგარეჯის საკითხით. წლების მანძილზე საზოგადოებისაგან მივიწყებული ისტორიული ძეგლი მედიასმხოლოდ ახლახან გაახსენდა. ახლა, როცა დავითგარეჯის კომპლექსი, აზერბაიჯანთან სადავოდ გადაგვექცა. ქართველიპუბლიცისტები ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების სწორი ანალიზისა და შეფასების გამოყენებით გვესაუბრებიან დავითგარეჯის შესახებ, როგორც კულტურული ძეგლის მნიშვნელობაზე. საყურადღებოა, ქართული მედიის განცხადება იმის თაობაზე რომ, ჩვენ მოძმე აზერბაიჯანთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, როცა საქმე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება, თვალის მოხუჭვას არ ვაპირებთ.ჩვენს მიერ განხილული პუბლიკაციების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ:1. პუბლიკაციების მიზანია წარმოაჩინოს დავითგარეჯის გარშემო არსებული პრობლემები;2. მედიის მიზანია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა;3. ქართული მედია არ ცდილობს აზერბაიჯანის დადანაშაულებას. ჩვენი აზრით, მნიშვნე ლოვანია რომ ორივე ქვეყნის მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგარეო ურთიერთობებს. მიმდინარე მოვლენები ორივე ქვეყანაში სტრატეგიულად განიხილება და ხშირ შემთხვევაში ისინი გადამწყვეტ ზომებს იღებენ.
Title: Cultural Inheritance And Media
Description:
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც კულტურულ მემკვიდრეობას განსაკუთრებული მნიშვ-ნელობა ენიჭება.
ქართული პრესა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქართულ ეკლესიას.
პრესაში იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟანრის მასალები ქართული მართლმადიდებლური ტრადიციების, ქართველი ბერმონაზვნების, ქართულ ენაზე წირვა-ლოცვის წარმოების შესახებ.
საქართველოში გამომავალი ჟურნალ-გაზეთები ,,ივერია“, ,,დროება“, ,,კრებული“, ,,საქართველო” და სხვ.
ყოველნაირად ცდილობდნენ სააშკაროზე გამოეყვანათ ის პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ქართული ეკლესიის დანგრევასა და გაპარტახებას, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.
საინტერესოა, როგორ ეხმაურება ქართული ეკლესიებისა და მონასტრების მდგომარეობას თანამედროვე პრესა.
რა რეზონანსიაქვს ამ ფაქტს და რა სახის პუბლიკაციები შუქდება.
უნდა ითქვას, რომ ამ ბოლო დროს ქართული მედია განსაკუთრებითდაინტერესდა დავითგარეჯის საკითხით.
წლების მანძილზე საზოგადოებისაგან მივიწყებული ისტორიული ძეგლი მედიასმხოლოდ ახლახან გაახსენდა.
ახლა, როცა დავითგარეჯის კომპლექსი, აზერბაიჯანთან სადავოდ გადაგვექცა.
ქართველიპუბლიცისტები ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების სწორი ანალიზისა და შეფასების გამოყენებით გვესაუბრებიან დავითგარეჯის შესახებ, როგორც კულტურული ძეგლის მნიშვნელობაზე.
საყურადღებოა, ქართული მედიის განცხადება იმის თაობაზე რომ, ჩვენ მოძმე აზერბაიჯანთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, როცა საქმე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება, თვალის მოხუჭვას არ ვაპირებთ.
ჩვენს მიერ განხილული პუბლიკაციების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ:1.
პუბლიკაციების მიზანია წარმოაჩინოს დავითგარეჯის გარშემო არსებული პრობლემები;2.
მედიის მიზანია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა;3.
ქართული მედია არ ცდილობს აზერბაიჯანის დადანაშაულებას.
ჩვენი აზრით, მნიშვნე ლოვანია რომ ორივე ქვეყნის მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგარეო ურთიერთობებს.
მიმდინარე მოვლენები ორივე ქვეყანაში სტრატეგიულად განიხილება და ხშირ შემთხვევაში ისინი გადამწყვეტ ზომებს იღებენ.

Related Results

EDUKASI HUKUM WARIS ISLAM SEBAGAI UPAYA PENCEGAHAN SENGKETA KELUARGA DI MASYARAKAT
EDUKASI HUKUM WARIS ISLAM SEBAGAI UPAYA PENCEGAHAN SENGKETA KELUARGA DI MASYARAKAT
Inheritance disputes within families often arise from limited public understanding of Islamic inheritance law, weak communication among heirs, and the persistence of local inherita...
The Hybrid Breeding of Nanomedia
The Hybrid Breeding of Nanomedia
IntroductionIf human beings have become a geophysical force, capable of impacting the very crust and atmosphere of the planet, and if geophysical forces become objects of study, pr...
Measurable Progress? Teaching Artsworkers to Assess and Articulate the Impact of Their Work
Measurable Progress? Teaching Artsworkers to Assess and Articulate the Impact of Their Work
The National Cultural Policy Discussion Paper—drafted to assist the Australian Government in developing the first national Cultural Policy since Creative Nation nearly two decades ...
Pelaksanaan Pembagian Warisan Jika Salah Satu Ahli Waris Keluar dari Agama Islam
Pelaksanaan Pembagian Warisan Jika Salah Satu Ahli Waris Keluar dari Agama Islam
Abstract. In life humans experience three significant events-the time of their birth, the time of their marriage, and the time of their death. Then man will at some time depart fro...
Penyuluhan Regulasi dan Aturan Penggunaan Harta Waris dalam Hukum Islam Pada Kelompok Nasabah Prioritas Bank Rakyat Indonesia
Penyuluhan Regulasi dan Aturan Penggunaan Harta Waris dalam Hukum Islam Pada Kelompok Nasabah Prioritas Bank Rakyat Indonesia
Indonesia, as a rule-of-law state (rechstaat), regulates the life of the nation and state based on law, as reflected in the provisions of civil law that govern relationships betwee...
PENERAPAN HUKUM WARIS PERDATA DI INDONESIA
PENERAPAN HUKUM WARIS PERDATA DI INDONESIA
All forms of inheritance, whether in the form of cash, land for rice fields owned by a person are called inheritance. Given to heirs openly or known to the wrong family, there is u...
Sistem Waris Masyarakat Muslim Batak Angkola Dalam Tinjauan Alqur’an
Sistem Waris Masyarakat Muslim Batak Angkola Dalam Tinjauan Alqur’an
Abstract Batak Angkola is one of Batak ethnic who lived at south of Tapanuli in North Sumatera. The societies usually called as Angkola’s people. Up to now, they still hold t...

Back to Top