Javascript must be enabled to continue!
კოტე მარჯანიშვილის პირველი საბავშვო ოპერა ქუთაისში
View through CrossRef
ეს მოვლენა ნაკლებადაა ცნობილი ქართული თეატრის ისტორიაში და თვით ქუთაისშიც კი. ნაშრომი პირველად იკვლევს ქუთაისში დიდი ქართველი რეჟისორის – კოტე მარჯანიშვილის მიერ საქართველოში პირველად დადგმულ საბავშვო ოპერას. სტატია აგებულია სპექტაკლის მონაწილეთა (ქ. ბოკერია, ლ. გეგეჭკორი, კ. სირბილაძე, ფარქოსაძე, აკ. შანიძე, ნ. შვანგირაძე,) მოგონებებზე. ამ დადგმამ დიდი გავლენა მოახდინა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის შემდგომ განვითარებაზე; საზოგადოება დაინტერესდა მომავალი თაობის მუსიკალური განათლების განვითარებით, რეპეტიციები მიმდინარეობდა მაღალ პროფესიულ დონეზე, რაც ხელს უწყობდა ნორჩ მსახიობთა შესაძლებლობების გამოვლინებას. რაც მთავარია, ეს სპექტაკლი არ იხსენიება კ. მარჯანიშვილისა და მხატვარ პეტრე ოცხელის შესახებ გამოცემულ არცერთ წიგნსა თუ კრებულში. ეს ნაშრომი ხელს შეუწყობს მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილ შესწავლას.
1930 წლის დასაწყისში ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის (ამჟამად მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი) პიონერულმა ორგანიზაციამ (ხელმძღვანელი აკაკი შანიძე) კოტე მარჯანიშვილს მიმართა თხოვნით, რომ მას დაედგა კომპოზიტორ შალვა თაქთაქიშვილის საბავშვო ოპერა „პირველი მაისი“ (მუშაობის პროცესში სათაური შეეცვალა და დაერქვა „ბრძოლა“. ლიბრეტო ლ. გეგეჭკორის). ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სასწავლებელში არსებული სასულე ორკესტრისა და თვითმოქმედი მუსიკალური წრის ძალებით გამართულ კონცერტს კ. მარჯანიშვილი დაესწრო. კონცერტის შემდეგ მას გაუჩნდა აზრი უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარებისა, კერძოდ, დაედგა საბავშვო ოპერა. მოსწავლეთა ასაკი 10-12 წელს არ აღემატებოდა. შესარჩევ კონკურსზე 200-მდე ბავშვი მივიდა სხვადასხვა სკოლიდან, რაც კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. შემდგომ იგი 4-5 რეპეტიციას, მათ შორის, გენერალურ რეპეტიციასაც დაესწრო, მაგრამ პრემიერა მის გარეშე ჩატარდა, ვინაიდან, მოსკოვში გაემგზავრა. სპექტაკლი მომზადდა ქუთაისის დრამატული თეატრის ბაზაზე, სადაც დამზადდა დეკორაციები, კოსტიუმები, რეკვიზიტი. მუშაობის პროცესში თეატრის ტექნიკური პერსონალი დიდი ყურადღებით ეხმარებოდა მოსწავლეთა დადგმას. რეპეტიციებს ატარებდა რეჟისორი ვახტანგ აბაშიძე. პრემიერა 1930 წლის 11 მარტს დიდი წარმატებით შედგა.
Kutaisi Ilia Chavchavadze Public Library
Title: კოტე მარჯანიშვილის პირველი საბავშვო ოპერა ქუთაისში
Description:
ეს მოვლენა ნაკლებადაა ცნობილი ქართული თეატრის ისტორიაში და თვით ქუთაისშიც კი.
ნაშრომი პირველად იკვლევს ქუთაისში დიდი ქართველი რეჟისორის – კოტე მარჯანიშვილის მიერ საქართველოში პირველად დადგმულ საბავშვო ოპერას.
სტატია აგებულია სპექტაკლის მონაწილეთა (ქ.
ბოკერია, ლ.
გეგეჭკორი, კ.
სირბილაძე, ფარქოსაძე, აკ.
შანიძე, ნ.
შვანგირაძე,) მოგონებებზე.
ამ დადგმამ დიდი გავლენა მოახდინა ბავშვთა მუსიკალური აღზრდის შემდგომ განვითარებაზე; საზოგადოება დაინტერესდა მომავალი თაობის მუსიკალური განათლების განვითარებით, რეპეტიციები მიმდინარეობდა მაღალ პროფესიულ დონეზე, რაც ხელს უწყობდა ნორჩ მსახიობთა შესაძლებლობების გამოვლინებას.
რაც მთავარია, ეს სპექტაკლი არ იხსენიება კ.
მარჯანიშვილისა და მხატვარ პეტრე ოცხელის შესახებ გამოცემულ არცერთ წიგნსა თუ კრებულში.
ეს ნაშრომი ხელს შეუწყობს მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობის სრულყოფილ შესწავლას.
1930 წლის დასაწყისში ქუთაისის მუსიკალური ტექნიკუმის (ამჟამად მ.
ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი) პიონერულმა ორგანიზაციამ (ხელმძღვანელი აკაკი შანიძე) კოტე მარჯანიშვილს მიმართა თხოვნით, რომ მას დაედგა კომპოზიტორ შალვა თაქთაქიშვილის საბავშვო ოპერა „პირველი მაისი“ (მუშაობის პროცესში სათაური შეეცვალა და დაერქვა „ბრძოლა“.
ლიბრეტო ლ.
გეგეჭკორის).
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სასწავლებელში არსებული სასულე ორკესტრისა და თვითმოქმედი მუსიკალური წრის ძალებით გამართულ კონცერტს კ.
მარჯანიშვილი დაესწრო.
კონცერტის შემდეგ მას გაუჩნდა აზრი უფრო მასშტაბური ღონისძიების ჩატარებისა, კერძოდ, დაედგა საბავშვო ოპერა.
მოსწავლეთა ასაკი 10-12 წელს არ აღემატებოდა.
შესარჩევ კონკურსზე 200-მდე ბავშვი მივიდა სხვადასხვა სკოლიდან, რაც კ.
მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
შემდგომ იგი 4-5 რეპეტიციას, მათ შორის, გენერალურ რეპეტიციასაც დაესწრო, მაგრამ პრემიერა მის გარეშე ჩატარდა, ვინაიდან, მოსკოვში გაემგზავრა.
სპექტაკლი მომზადდა ქუთაისის დრამატული თეატრის ბაზაზე, სადაც დამზადდა დეკორაციები, კოსტიუმები, რეკვიზიტი.
მუშაობის პროცესში თეატრის ტექნიკური პერსონალი დიდი ყურადღებით ეხმარებოდა მოსწავლეთა დადგმას.
რეპეტიციებს ატარებდა რეჟისორი ვახტანგ აბაშიძე.
პრემიერა 1930 წლის 11 მარტს დიდი წარმატებით შედგა.
Related Results
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი წიგნსაცავია. იგი ფლობს მილიონზე მეტ საბიბლიოთეკო დოკუმენტს: წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, CD-DVD ...
ეკონომიკის დინამიკის კოვიდპანდემიაზე დამოკიდებულების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
ეკონომიკის დინამიკის კოვიდპანდემიაზე დამოკიდებულების ზოგიერთი ასპექტის შესახებ
იოსებ არჩვაძე
ეკონომიკის დოქტორი
ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი
ქუთაისი, საქართველო
E-mail: daswreba@yahoo.com
http://orcid.org/0000-0003-0288-288X
მოკლე აღწერა
საქარ...
Zviad Gamsakhurdiaʼs Political Speeches Regarding Ethnic Minorities of Abkhazia and Ossetia
Zviad Gamsakhurdiaʼs Political Speeches Regarding Ethnic Minorities of Abkhazia and Ossetia
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი კვლევა თეორიული თვალსაზრისით ნაწილობრივ ეფუძნება კონსტრუქტივიზმს. ამ პერსპექტივიდან სამყარო, აზროვნება და ენა ურთიერთქმედებენ ციკლურ რეჟიმში, რომე...
ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
მეოცე საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელთაც დიდი ამაგი დასდეს მშობლიური ხალხური შემოქმედების ცოდნის, გამოყენებისა და პოპულარიზაციის საქმეს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შოთა ნიშნ...

