Javascript must be enabled to continue!
არიარათეს I (ძვ.წ.333–322 ) დრაქმა ფიჭვნარიდან
View through CrossRef
შრომა მიზნად ისახავდა 2007 წელს, საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას, ელინისტური სამაროვნის 227-ე სამარხშიგამოვლენილი ვერცხლის მონეტის განსაზღვრას, აღწერას; ქვეყნის, ქალაქის, ემისიის წლების, მეტროლოგიური პარამეტრების დადგენას, პარალელური მასალის მოძიებას და მონეტის საკვლევ ტერიტორიაზე მიმოქცევის მიზეზებისა და გზების დადგენას. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მონეტა წარმოადგენს კაპადოკიის სამეფოს მეფე არიარათეს I-ის (ძვ.წ. 333–322) სახელით ქალაქ გაზიურაში მოჭრილ დრაქმას. კაპადოკიის სხვადასხვა ქალაქში მოჭრილი დრაქმები რომაულ ხანაში დიდი რაოდენობით შემოდიოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და მიმოქცევის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. ამავე ტერიტორიაზე გვხვდება ელინისტურ პერიოდში კაპადოკიის მეფეების სახელით მოჭრილი საფასეებიც, მაგრამ სულ რამდენიმე ერთეული. ფიჭვნარში არიარათეს I-ის სახელით მოჭრილი მონეტის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. კაპადოკიის სამეფოს ქალაქ გაზიურაში მოჭრილი ფულის მიმოქცევა პირველად დაფიქსირდა არა მხოლოდ საკვლევ პუნქტში, არამედ მთელ საქართველოში. ეს არის ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილი ყველაზე ადრეული კაპადოკიური მონეტა. ფიჭვნარის ელინისტური ხანის მასალას თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ დომინირებს ქალაქ სინოპეს კერამიკული მასალა. იგივე სურათი გვაქვს ნუმიზმატიკურ ძეგლებშიც. სავარაუდოა, რომ არიარათეს I-ის დრაქმა ფიჭვნარში სწორედ სინოპურ პროდუქციასთან ერთად შემოვიდა.
Batumi Shota Rustaveli State University
Title: არიარათეს I (ძვ.წ.333–322 ) დრაქმა ფიჭვნარიდან
Description:
შრომა მიზნად ისახავდა 2007 წელს, საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობისას, ელინისტური სამაროვნის 227-ე სამარხშიგამოვლენილი ვერცხლის მონეტის განსაზღვრას, აღწერას; ქვეყნის, ქალაქის, ემისიის წლების, მეტროლოგიური პარამეტრების დადგენას, პარალელური მასალის მოძიებას და მონეტის საკვლევ ტერიტორიაზე მიმოქცევის მიზეზებისა და გზების დადგენას.
ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მონეტა წარმოადგენს კაპადოკიის სამეფოს მეფე არიარათეს I-ის (ძვ.
წ.
333–322) სახელით ქალაქ გაზიურაში მოჭრილ დრაქმას.
კაპადოკიის სხვადასხვა ქალაქში მოჭრილი დრაქმები რომაულ ხანაში დიდი რაოდენობით შემოდიოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და მიმოქცევის ძირითად საშუალებას წარმოადგენდა.
ამავე ტერიტორიაზე გვხვდება ელინისტურ პერიოდში კაპადოკიის მეფეების სახელით მოჭრილი საფასეებიც, მაგრამ სულ რამდენიმე ერთეული.
ფიჭვნარში არიარათეს I-ის სახელით მოჭრილი მონეტის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს.
კაპადოკიის სამეფოს ქალაქ გაზიურაში მოჭრილი ფულის მიმოქცევა პირველად დაფიქსირდა არა მხოლოდ საკვლევ პუნქტში, არამედ მთელ საქართველოში.
ეს არის ჩვენს ქვეყანაში გამოვლენილი ყველაზე ადრეული კაპადოკიური მონეტა.
ფიჭვნარის ელინისტური ხანის მასალას თუ გადავხედავთ, აშკარად ჩანს, რომ დომინირებს ქალაქ სინოპეს კერამიკული მასალა.
იგივე სურათი გვაქვს ნუმიზმატიკურ ძეგლებშიც.
სავარაუდოა, რომ არიარათეს I-ის დრაქმა ფიჭვნარში სწორედ სინოპურ პროდუქციასთან ერთად შემოვიდა.
Related Results
MicroRNA-322-5p Protects Against Myocardial Infarction through Targeting BTG2
MicroRNA-322-5p Protects Against Myocardial Infarction through Targeting BTG2
Abstract
Objective: A large cohort of studies have addressed the therapeutic importance of microRNA (miR) in the treatment of myocardial infarction (MI). The current paper ...
Data from Intravesical Delivery of Small Activating RNA Formulated into Lipid Nanoparticles Inhibits Orthotopic Bladder Tumor Growth
Data from Intravesical Delivery of Small Activating RNA Formulated into Lipid Nanoparticles Inhibits Orthotopic Bladder Tumor Growth
<div>Abstract<p>Practical methods for enhancing protein production <i>in vivo</i> remain a challenge. RNA activation (RNAa) is emerging as one potential sol...

Ōbaku monk Baisaō and the Development of the Sencha Tradition in Edo Period Japan (1603-1868)
Ōbaku monk Baisaō and the Development of the Sencha Tradition in Edo Period Japan (1603-1868)
The Ōbaku school, which represents the third major trend of Zen Buddhism along with Rinzai and Sōtō, appeared in Japan during the Edo period (1603-1868) ...
Diagnostic Performance of Claude 3 from Patient History and Key Images in Diagnosis Please Cases
Diagnostic Performance of Claude 3 from Patient History and Key Images in Diagnosis Please Cases
Abstract
Backgrounds
Large language artificial intelligence models have showed its diagnostic performance based solely on textu...
Effects of NPK Fertilizer application and plant density on forage yield and chemical composition of wild sunflower (Tithonia diversifolia)
Effects of NPK Fertilizer application and plant density on forage yield and chemical composition of wild sunflower (Tithonia diversifolia)
A study was conducted in 2017 and 2018, in the Forest Zone of southwestern Nigeria, to evaluate the yield and chemical composition of wild sunflower (Tithonia diversifolia) fertili...
PENGARUH SIKAP BERBAHASA DAN MOTIVASI BELAJAR BAHASA TERHADAP PRESTASI BELAJAR BAHASA INDONESIA SISWA KELAS X SMA NEGERI 3 KOTA PADANG
PENGARUH SIKAP BERBAHASA DAN MOTIVASI BELAJAR BAHASA TERHADAP PRESTASI BELAJAR BAHASA INDONESIA SISWA KELAS X SMA NEGERI 3 KOTA PADANG
Abstrak. Penelitian ini bertujuan untuk mengetahui (1) pengaruh sikap berbahasa terhadap prestasi belajar bahasa Indonesia siswakelas X SMA Negeri 3 Padang, (2) pengaruh motivasi b...
ETHOLOGICAL ASSESSMENT OF A SELECTED SPECIES (AXIS PRONICUS) UNDER CAPTIVE CONDITIONS FROM VEHARI PUNJAB PAKISTAN
ETHOLOGICAL ASSESSMENT OF A SELECTED SPECIES (AXIS PRONICUS) UNDER CAPTIVE CONDITIONS FROM VEHARI PUNJAB PAKISTAN
Management practices/strategies to re-modulate the wild behaviour of animal species could increase their number in natural areas. The behavioral adaptations of selected specie of ...