Javascript must be enabled to continue!
Legal Categories of Discrimination and Their Distinctive Characteristics
View through CrossRef
სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობა. დღევანდელ მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები. აუცილებელია ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით არსებობდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვა. 2014 წელს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის რიგი ცვლილებები. საკანონმდებლო პაკეტით შემუშავდა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც პირდაპირ აიკრძალა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, საჯარო თუ კერძო სექტორში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა მეშვიდე კარი, რომლითაც განისაზღვრა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოში განხილვის წესი და პროცედურები. 2020 წელს, ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს შრომის კოდექსში”, დაემატა დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმები, მათ შორის, შევიწროების შესახებ. შემუშავდა ახალი კანონი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”. საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, თანასწორობის დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. სტატიაში განხილული შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ეფუძნება 2022-2024 წლების ევროკავშირის შეფასებას ცალკეული ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციულ სამართალთან. ნაშრომში განხილულია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი, ევროპის საბჭოს მეთოდური სახელმძღვანელოები და რეკომენდაციები, რომელიც ხაზს უსვამს წევრი ქვეყნების მიერ ანტიდისკრიმინაციული სამართლის სრულყოფილი ჰარმონიზაციის აუცილებლობას და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას. სტატიის ფარგლებში განხილულია დისკრიმინაციის სახეები, ფორმები და მათი გამოვლენის სამართლებრივი ასპექტები ევროპული სამართლის და სხვა ქვეყნების შიდა კანონმდებლობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა დისკრიმინაციის ახალი კატეგორია, ალგორითმული დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით და დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის როლის მნიშვნელობის ზრდით. ნაშრომში მიმოხილულია შევიწროებისა და დისკრიმინაციის განმასხვავებელი ძირითადი ფაქტორები, გონივრული მისადაგების მნიშვნელობა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის თავისებურებანი, საქართველოს რეალობაში არსებული გამოწვევები და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ ნორმატიული მეთოდი, სამართლებრივი ნორმების, დოქტრინების შეფასების და საერთაშორისო აქტების შესწავლის მიზნით. სისტემურ-სტრუქტურული მეთოდი, სტატისტიკური მეთოდი დისკრიმინაციის მსხვერპლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობრივი მონაცემის ანალიზისთვის. შედარებით-სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით ნაშრომში წარმოდგენილია სამართლებრივი სისტემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დისკრიმინაციის კატეგორიები და მათი განმასხვავებელი ნიშნები. ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და სინთეზის მეთოდის გამოყენებით შემუშავდა დასკვნები. სტატიის ფარგლებში შემოთავაზებულია პრაქტიკული მნიშვნელობის რეკომენდაციები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდა, გონივრული მისადაგების პრინციპი გავრცელდეს სხვა მოწყვლად ჯგუფებზეც, მათ შორის, რელიგიის და ეთნიკური უმცირესობების მიმართ. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს გონივრული მისადაგების მინიმალური სტანდარტები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო სექტორისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭება განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (მათ შორის, გოგონათა) უფლებების დაცვა განხორციელდეს მაღალი სტანდარტით და გაძლიერდეს დაცვის მექანიზმები.
Title: Legal Categories of Discrimination and Their Distinctive Characteristics
Description:
სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობა.
დღევანდელ მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები.
აუცილებელია ადამიანის უფლებების სტანდარტების გათვალისწინებით არსებობდეს თანასწორი ხელმისაწვდომობა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვა.
2014 წელს, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის რიგი ცვლილებები.
საკანონმდებლო პაკეტით შემუშავდა “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც პირდაპირ აიკრძალა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, საჯარო თუ კერძო სექტორში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა მეშვიდე კარი, რომლითაც განისაზღვრა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოში განხილვის წესი და პროცედურები.
2020 წელს, ცვლილება შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში, “საქართველოს შრომის კოდექსში”, დაემატა დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმები, მათ შორის, შევიწროების შესახებ.
შემუშავდა ახალი კანონი “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”.
საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, თანასწორობის დაცვა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
სტატიაში განხილული შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ეფუძნება 2022-2024 წლების ევროკავშირის შეფასებას ცალკეული ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციულ სამართალთან.
ნაშრომში განხილულია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი, ევროპის საბჭოს მეთოდური სახელმძღვანელოები და რეკომენდაციები, რომელიც ხაზს უსვამს წევრი ქვეყნების მიერ ანტიდისკრიმინაციული სამართლის სრულყოფილი ჰარმონიზაციის აუცილებლობას და ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვას.
სტატიის ფარგლებში განხილულია დისკრიმინაციის სახეები, ფორმები და მათი გამოვლენის სამართლებრივი ასპექტები ევროპული სამართლის და სხვა ქვეყნების შიდა კანონმდებლობის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა დისკრიმინაციის ახალი კატეგორია, ალგორითმული დისკრიმინაცია, რაც განპირობებულია თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებით და დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის როლის მნიშვნელობის ზრდით.
ნაშრომში მიმოხილულია შევიწროებისა და დისკრიმინაციის განმასხვავებელი ძირითადი ფაქტორები, გონივრული მისადაგების მნიშვნელობა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის თავისებურებანი, საქართველოს რეალობაში არსებული გამოწვევები და ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ ნორმატიული მეთოდი, სამართლებრივი ნორმების, დოქტრინების შეფასების და საერთაშორისო აქტების შესწავლის მიზნით.
სისტემურ-სტრუქტურული მეთოდი, სტატისტიკური მეთოდი დისკრიმინაციის მსხვერპლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რაოდენობრივი მონაცემის ანალიზისთვის.
შედარებით-სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით ნაშრომში წარმოდგენილია სამართლებრივი სისტემების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დისკრიმინაციის კატეგორიები და მათი განმასხვავებელი ნიშნები.
ლოგიკური აზროვნების, ანალიზის და სინთეზის მეთოდის გამოყენებით შემუშავდა დასკვნები.
სტატიის ფარგლებში შემოთავაზებულია პრაქტიკული მნიშვნელობის რეკომენდაციები.
კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდა, გონივრული მისადაგების პრინციპი გავრცელდეს სხვა მოწყვლად ჯგუფებზეც, მათ შორის, რელიგიის და ეთნიკური უმცირესობების მიმართ.
მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს გონივრული მისადაგების მინიმალური სტანდარტები, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო სექტორისთვის.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სტატუსის მინიჭება განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (მათ შორის, გოგონათა) უფლებების დაცვა განხორციელდეს მაღალი სტანდარტით და გაძლიერდეს დაცვის მექანიზმები.
Related Results
From Constitutional Comparison to Life in the Biosphere
From Constitutional Comparison to Life in the Biosphere
From Constitutional Comparison to Life in the Biosphere is a monograph that argues for a fundamental reorientation of constitutional law around the realities of biospheric interdep...
THE ANALOGY OF STATUTE AND THE ANALOGY OF LAW AS DOCTRINAL INSTRUMENTS FOR LEGAL RESPONSE TO ECONOMIC CHALLENGES
THE ANALOGY OF STATUTE AND THE ANALOGY OF LAW AS DOCTRINAL INSTRUMENTS FOR LEGAL RESPONSE TO ECONOMIC CHALLENGES
Ukraine's contemporary legal system is undergoing a period of significant transformation, which necessitates not only a robust and stable legal framework, but also a flexible doctr...
Administrative Legal Entities of Private Legal Entities as a Status Component of the Legal Regulation Mechanism: Characteristics of Elem
Administrative Legal Entities of Private Legal Entities as a Status Component of the Legal Regulation Mechanism: Characteristics of Elem
The article is devoted to administrative legal personality, which is part of the structure of the administrative-legal personality of private legal entities. At the same time, it i...
Discrimination
Discrimination
Discrimination refers to an act, policy, practice, or social structure that creates, maintains, or reinforces an advantage for some groups and their members over other groups and t...
Autonomy on Trial
Autonomy on Trial
Photo by CHUTTERSNAP on Unsplash
Abstract
This paper critically examines how US bioethics and health law conceptualize patient autonomy, contrasting the rights-based, individualist...
TRENDS AND CONTRADICTIONS IN THE DEVELOPMENT OF LEGAL TECH
TRENDS AND CONTRADICTIONS IN THE DEVELOPMENT OF LEGAL TECH
Problem setting. Digitalization has recently become increasingly important in the professional everyday life of a lawyer. Since 2020, trends in the automation of legal processes ha...
0121 Discrimination Attributed to Personal Characteristics and Sleep Health Among Black/African American Young Adults
0121 Discrimination Attributed to Personal Characteristics and Sleep Health Among Black/African American Young Adults
Abstract
Introduction
Perceived discrimination is associated with sleep health problems. This association is even stronger among...
Legal Pluralism
Legal Pluralism
Legal pluralism is a construct, a means of understanding and imagining the world, both positively (as it is) and normatively (as it ought to be). Originating from critiques of lega...

