Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

ქართული ენის სწავლების მეთოდები დუზჯეს უნივერსიტეტში

View through CrossRef
უცხო ენის სწავლება გარკვეულ მეთოდებს მოითხოვს. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სწავლების მეთოდებს, როგორიცაა: გრამატიკულ-მთარგმნელობითი, პირდაპირი, იგივე ბუნებრივი მეთოდი, აუდიოლინგვური, აუდიოვიზუალური, შერეული. ყველა მათგანს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისება. არ არსებობს უნივერსალური მეთოდი. სასურველი მეთოდი დამოკიდებულია სიტუაციაზე. მეთოდები მუდმივად იცვლება, სამიზნე ჯგუფის მიხედვით. ჩვენს სამიზნე ჯგუფს დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც არჩევანი საკუთარი, მშობლიური ენისგან სრულიად განსხვავებულ - ქართულ ენაზე გააკეთეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუდენტები განსახილველი უცხო ენის სწავლას იწყებენ ანბანიდან. ანუ არანაირი წინარე ცოდნა არა აქვთ. ჩვენ ქართული ენის სწავლებისას მივმართავთ შერეულ მეთოდს. წინამდებარე სტატიაში ქართული ენის გრამატიკის სწავლებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ვფიქრობთ, ენის ხარისხიანი სწავლებისთვის აუცილებელი საყრდენი გრამატიკაა. შევნიშნავთ, რომ სწავლების საწყის ეტაპზე აუცილებელია გარკვეული წესებისა და ტერმინების დამახსოვრება. ცნობილია, რომ მხოლოდ განსაზღვრული გრამატიკული წესებისა და კანონების საფუძველზე იქცევა სიტყვები და წინადადებები ურთიერთობის მძლავრ საშუალებად, აზრთა გაცვლა-გამოცვლის იარაღად. გრამატიკის სწავლებასთან ერთად სტუდენტი ეუფლება ენის ლექსიკას, ახალი სიტყვების მიღების გზებს, საშუალებებს; უვითარდება კრიტიკის უნარი: რომელია მართებული ფორმა ან რატომ? გრამატიკული ცნებების, კატეგორიების შესწავლის საფუძველზე მდიდრდება შემსწავლელის ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.
Title: ქართული ენის სწავლების მეთოდები დუზჯეს უნივერსიტეტში
Description:
უცხო ენის სწავლება გარკვეულ მეთოდებს მოითხოვს.
წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სწავლების მეთოდებს, როგორიცაა: გრამატიკულ-მთარგმნელობითი, პირდაპირი, იგივე ბუნებრივი მეთოდი, აუდიოლინგვური, აუდიოვიზუალური, შერეული.
ყველა მათგანს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისება.
არ არსებობს უნივერსალური მეთოდი.
სასურველი მეთოდი დამოკიდებულია სიტუაციაზე.
მეთოდები მუდმივად იცვლება, სამიზნე ჯგუფის მიხედვით.
ჩვენს სამიზნე ჯგუფს დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც არჩევანი საკუთარი, მშობლიური ენისგან სრულიად განსხვავებულ - ქართულ ენაზე გააკეთეს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტუდენტები განსახილველი უცხო ენის სწავლას იწყებენ ანბანიდან.
ანუ არანაირი წინარე ცოდნა არა აქვთ.
ჩვენ ქართული ენის სწავლებისას მივმართავთ შერეულ მეთოდს.
წინამდებარე სტატიაში ქართული ენის გრამატიკის სწავლებაზე ვამახვილებთ ყურადღებას.
ვფიქრობთ, ენის ხარისხიანი სწავლებისთვის აუცილებელი საყრდენი გრამატიკაა.
შევნიშნავთ, რომ სწავლების საწყის ეტაპზე აუცილებელია გარკვეული წესებისა და ტერმინების დამახსოვრება.
ცნობილია, რომ მხოლოდ განსაზღვრული გრამატიკული წესებისა და კანონების საფუძველზე იქცევა სიტყვები და წინადადებები ურთიერთობის მძლავრ საშუალებად, აზრთა გაცვლა-გამოცვლის იარაღად.
გრამატიკის სწავლებასთან ერთად სტუდენტი ეუფლება ენის ლექსიკას, ახალი სიტყვების მიღების გზებს, საშუალებებს; უვითარდება კრიტიკის უნარი: რომელია მართებული ფორმა ან რატომ? გრამატიკული ცნებების, კატეგორიების შესწავლის საფუძველზე მდიდრდება შემსწავლელის ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურა.

Related Results

Zviad Gamsakhurdiaʼs Political Speeches Regarding Ethnic Minorities of Abkhazia and Ossetia
Zviad Gamsakhurdiaʼs Political Speeches Regarding Ethnic Minorities of Abkhazia and Ossetia
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი კვლევა თეორიული თვალსაზრისით ნაწილობრივ ეფუძნება კონსტრუქტივიზმს. ამ პერსპექტივიდან სამყარო, აზროვნება და ენა ურთიერთქმედებენ ციკლურ რეჟიმში, რომე...
ზმნისწინთა ფონეტიკური ნაირსახეობები ზემოიმერულში
ზმნისწინთა ფონეტიკური ნაირსახეობები ზემოიმერულში
ზმნისწინი ზმნის ერთ-ერთი რთული და საინტერესო ნაწილია. ამას განაპირობებს მისი რაოდენობა, ფუნქცია და ის ფონეტიკური ცვლილებები, რაც მასთან დაკავშირებით დიალექტებში გვხვდება. სტატიაში...
Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)
Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)
ქართული ავანგარდული მხატვრობა უაღრესად საინტერესო მოვლენაა, ევროპის უკიდურეს საზღვარზე მყოფი, უძველესიკულტურის მქონე პატარა ქვეყნისა, რომელიც ცნობილი ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზების ...
ბიზნეს-გარემოს რეგიონული ასპექტები: კონკურენტუნარიანობა და შესაძლებლობები
ბიზნეს-გარემოს რეგიონული ასპექტები: კონკურენტუნარიანობა და შესაძლებლობები
რამინ ცინარიძე ბიზნესის მართვის დოქტორი ბათუმის შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბათუმი, საქართველო E-mail: ramin.tsinaridze@bsu.edu.ge http...
ბერ- ძირიანი გვარსახელები გურულში
ბერ- ძირიანი გვარსახელები გურულში
გვარსახელების საქართველოს კუთხეების მიხედვით შესწავლას განსაკგვარსახელების საქართველოს კუთხეების მიხედვით შესწავლასგანსაკუთრებული სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სიტყვა-...
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი წიგნსაცავია. იგი ფლობს მილიონზე მეტ საბიბლიოთეკო დოკუმენტს: წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, CD-DVD ...

Back to Top