Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

გურული დიალექტური ლექსიკა ზურაბ გორგილაძის პოეზიაში

View through CrossRef
წინამდებარე კვლევა შეისწავლის გურული დიალექტური ლექსიკის გამოყენების თავისებურებებს თანამედროვე ქართველი პოეტის,ზურაბ გორგილაძის შემოქმედებაში. კვლევის მიზანია გააანალიზოს დიალექტიზმების როლი პოეტის მხატვრული ენის ფორმირებაში და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების თვალსაზრისით.ნაშრომში დეტალურადაა გაანალიზებული ისეთი გურული დიალექტიზმები, როგორებიცაა: ორწოხები, ლაფარო, კვენდღი, ბღეზი,დვრინი, კატარი და ფუშტი. ეტიმოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ დიალექტიზმების უმეტესობა უკავშირდება ძველ ქართულ ან საერთო ქართველურ ძირებს. კვლევამ აჩვენა, რომ ზ. გორგილაძე დიალექტურ ლექსიკას იყენებს არა მხოლოდ როგორც სტილისტურ ხერხს, არამედ როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. პოეტი ახერხებს დიალექტიზმების ინტეგრირებას რთულ პოეტურ სახეებში, სადაც ისინი ხშირად გვევლინებიან ლექსის საკვანძო ელემენტებად და აძლიერებენ ემოციურ ზემოქმედებას. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვე ქართული პოეზიის კვლევისთვის, ისე დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განვითარებისთვის.
Title: გურული დიალექტური ლექსიკა ზურაბ გორგილაძის პოეზიაში
Description:
წინამდებარე კვლევა შეისწავლის გურული დიალექტური ლექსიკის გამოყენების თავისებურებებს თანამედროვე ქართველი პოეტის,ზურაბ გორგილაძის შემოქმედებაში.
კვლევის მიზანია გააანალიზოს დიალექტიზმების როლი პოეტის მხატვრული ენის ფორმირებაში და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრების თვალსაზრისით.
ნაშრომში დეტალურადაა გაანალიზებული ისეთი გურული დიალექტიზმები, როგორებიცაა: ორწოხები, ლაფარო, კვენდღი, ბღეზი,დვრინი, კატარი და ფუშტი.
ეტიმოლოგიური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ამ დიალექტიზმების უმეტესობა უკავშირდება ძველ ქართულ ან საერთო ქართველურ ძირებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ზ.
გორგილაძე დიალექტურ ლექსიკას იყენებს არა მხოლოდ როგორც სტილისტურ ხერხს, არამედ როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
პოეტი ახერხებს დიალექტიზმების ინტეგრირებას რთულ პოეტურ სახეებში, სადაც ისინი ხშირად გვევლინებიან ლექსის საკვანძო ელემენტებად და აძლიერებენ ემოციურ ზემოქმედებას.
კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია როგორც თანამედროვე ქართული პოეზიის კვლევისთვის, ისე დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განვითარებისთვის.

Related Results

იმერიზმები ზურაბ კუხიანიძის პოეზიაში
იმერიზმები ზურაბ კუხიანიძის პოეზიაში
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში აქტიურად იყენებენ ხალხის სალაროდან შეთვისებულ ლექსიკურ მარაგს, აცოცხლებენ მივიწყებულ სიტყვებს, ქმნიან საავტორო ნეოლოგიზმე...
ზმნისწინთა ფონეტიკური ნაირსახეობები ზემოიმერულში
ზმნისწინთა ფონეტიკური ნაირსახეობები ზემოიმერულში
ზმნისწინი ზმნის ერთ-ერთი რთული და საინტერესო ნაწილია. ამას განაპირობებს მისი რაოდენობა, ფუნქცია და ის ფონეტიკური ცვლილებები, რაც მასთან დაკავშირებით დიალექტებში გვხვდება. სტატიაში...
ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
მეოცე საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელთაც დიდი ამაგი დასდეს მშობლიური ხალხური შემოქმედების ცოდნის, გამოყენებისა და პოპულარიზაციის საქმეს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შოთა ნიშნ...

Back to Top