Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

იმერიზმები ზურაბ კუხიანიძის პოეზიაში

View through CrossRef
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში აქტიურად იყენებენ ხალხის სალაროდან შეთვისებულ ლექსიკურ მარაგს, აცოცხლებენ მივიწყებულ სიტყვებს, ქმნიან საავტორო ნეოლოგიზმებს, რითაც ამდიდრებენ სალიტერატურო ენას. ამ სიტყვების გამოყენებით ძლიერდება ექსპრესია, ემოციურობა. ასეა საქართველოშიც. ამ მხრივ საინტერესო შემოქმედი გახლავთ ქუთაისელი ზურაბ კუხიანიძე, რომლის პოეტური ენა თანაბრად ხიბლავს სხვადასხვა თაობისა თუ გემოვნების მკითხველს, ამიტომ ის მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ნაშრომის მიზანია, შეძლებისდაგვარად გაარკვიოს, ზურაბ კუხიანიძის პოეტურ სამყაროში რა როლს თამაშობს და რა მიზნით არის გამოყენებული დიალექტიზმები, კერძოდ, იმერიზმები, რომელთამეშვეობითაც, ზოგადად, ბუნებრივი ელფერი ეძლევა თხრობას, იქმნება არა მხოლოდ მშობლიური კუთხის ეთნოკოლორიტი და წარმოჩინდება ადგილობრივი რეალიები, რაც უდიდეს მხატვრულ ეფექტს იძლევა და ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს, არამედ აშკარავდება მწერლის ჩანაფიქრი და განცდები. როგორც პოეტი ოთარ მამფორია შენიშნავს: „ლექსებს სულის საგზალივით დაატარებს და მათს დაცვარულ სტრიქონებში ქართული მიწის ფეთქვა მესმის“. ზურაბ კუხიანიძის ლექსებში ჩანაფიქრის უფრო ნათლად წარმოსაჩენად  მნიშვნელოვანი  ფუნქცია  სწორედ  კუთხურ  მეტყველებას ეკისრება, უმთავრესად – იმერიზმებს, და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მწერლის პოეზია ნასაზრდოებია იმ მიწის სიყვარულით, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. ეს იმერეთია. როგორც თავად აღნიშნავს, იმერელ გლეხთან საუბრისას, „იმე, ერთია!... მაინც რომელი? იმერეთია“. ამიტომაც მის შემოქმედებაში იმერიზმები ბუნებრივი მოვლენაა – ამ კუთხის დიალექტისთვის „კარის გაღებით“ ლექსიკური მრავალფეროვნებაა უზრუნველყოფილი.
Title: იმერიზმები ზურაბ კუხიანიძის პოეზიაში
Description:
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში აქტიურად იყენებენ ხალხის სალაროდან შეთვისებულ ლექსიკურ მარაგს, აცოცხლებენ მივიწყებულ სიტყვებს, ქმნიან საავტორო ნეოლოგიზმებს, რითაც ამდიდრებენ სალიტერატურო ენას.
ამ სიტყვების გამოყენებით ძლიერდება ექსპრესია, ემოციურობა.
ასეა საქართველოშიც.
ამ მხრივ საინტერესო შემოქმედი გახლავთ ქუთაისელი ზურაბ კუხიანიძე, რომლის პოეტური ენა თანაბრად ხიბლავს სხვადასხვა თაობისა თუ გემოვნების მკითხველს, ამიტომ ის მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
ნაშრომის მიზანია, შეძლებისდაგვარად გაარკვიოს, ზურაბ კუხიანიძის პოეტურ სამყაროში რა როლს თამაშობს და რა მიზნით არის გამოყენებული დიალექტიზმები, კერძოდ, იმერიზმები, რომელთამეშვეობითაც, ზოგადად, ბუნებრივი ელფერი ეძლევა თხრობას, იქმნება არა მხოლოდ მშობლიური კუთხის ეთნოკოლორიტი და წარმოჩინდება ადგილობრივი რეალიები, რაც უდიდეს მხატვრულ ეფექტს იძლევა და ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს, არამედ აშკარავდება მწერლის ჩანაფიქრი და განცდები.
როგორც პოეტი ოთარ მამფორია შენიშნავს: „ლექსებს სულის საგზალივით დაატარებს და მათს დაცვარულ სტრიქონებში ქართული მიწის ფეთქვა მესმის“.
ზურაბ კუხიანიძის ლექსებში ჩანაფიქრის უფრო ნათლად წარმოსაჩენად  მნიშვნელოვანი  ფუნქცია  სწორედ  კუთხურ  მეტყველებას ეკისრება, უმთავრესად – იმერიზმებს, და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მწერლის პოეზია ნასაზრდოებია იმ მიწის სიყვარულით, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.
ეს იმერეთია.
როგორც თავად აღნიშნავს, იმერელ გლეხთან საუბრისას, „იმე, ერთია!.
მაინც რომელი? იმერეთია“.
ამიტომაც მის შემოქმედებაში იმერიზმები ბუნებრივი მოვლენაა – ამ კუთხის დიალექტისთვის „კარის გაღებით“ ლექსიკური მრავალფეროვნებაა უზრუნველყოფილი.

Related Results

ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
მეოცე საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელთაც დიდი ამაგი დასდეს მშობლიური ხალხური შემოქმედების ცოდნის, გამოყენებისა და პოპულარიზაციის საქმეს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შოთა ნიშნ...

Back to Top