Javascript must be enabled to continue!
ევროპული და აღმოსავლური კულტურა: არქეტიპულ- ორგანოტროპული თანხვედრები (კონსტანტინე კაპანელი)
View through CrossRef
წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელის მსოფლმხედველობრივი კონცეფცია კულტურის ონტოლოგიური, აქსიოლოგიური და სოციალური საზრისის საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ, კულტურის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური თეორიის ორგანოტროპული პრინციპის არსი და კონცეპტუალური არგუმენტები კულტურის როგორც ევროპული, ისე აღმოსავლური ტიპის ორგანოტროპული გაგების სასარგებლოდ.
ნაშრომში ნათლად არის ასახული და ჩამოყალიბებული, რომ კულტურის ისტორიული ტიპების არსობრივი გარკვეულობის შესახებ მსოფლმხედველობრივი რეფლექსია კაპანელისეულ ფილოსოფიურ ნააზრევში განხორციელებულია კულტურის ტრადიციული თეორიის ისეთ ძირითად პრობლემზე გავლით, როგორიცაა: კულტურის ყოფიერების წესი, მისი გენეზისისა და განვითარების საფუძველდებული ასპექტები, მისი სტრუქტურული მოცემულობისა და მორფოლოგიური სისტემის თავისებურებანი; გარდა ამისა, ერთი მხრივ, ბუნების, ადამიანისა და კულტურის და, მეორე მხრივ, ისტორიის, კულტურისა და ცივილიზაციის ურთიერთმიმართებანი.
ნაშრომში, გარკვეული, გაანალიზებული და ხაზგასმულია კაპანელის თვალსაზრისი კულტურისა და საზოგადოების ურთიერთგავლენის საკითხებზე, კერძოდ, კულტურის, როგორც ღირებულებათა განსაზღვრული სისტემის, სოციალური ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერებებისა და კულტურის განვითარების ტენდენციებზე საზოგადოებრივი მდგომარეობის ფაქტორთა ზემოქმედების შესახებ.
ნაშრომი წარმოადგენს იმის დასაბუთების აქტიურ მცდელობას, რომ კაპანელის ორგანოტროპულმა მოძღვრებამ, კულტურის ცალკეული სახის ევოლუციური ცვლილებებისა და სოციალურ პროცესთა დინამიკის უწყვეტი კავშირის აღიარებით, ძალზე მნიშვნელოვანი, ეფექტური და ღირებული ღვაწლი დასდო ფილოსოფიური აზრის ისტორიას კულტურის ერთიანი თეორიის შექმნის პროცესში.
Batumi Shota Rustaveli State University
Title: ევროპული და აღმოსავლური კულტურა: არქეტიპულ- ორგანოტროპული თანხვედრები (კონსტანტინე კაპანელი)
Description:

Related Results
Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)

ქართული ავანგარდული მხატვრობა უაღრესად საინტერესო მოვლენაა, ევროპის უკიდურეს საზღვარზე მყოფი, უძველესიკულტურის მქონე პატარა ქვეყნისა, რომელიც ცნობილი ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზების ...
Legal Categories of Discrimination and Their Distinctive Characteristics

სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობა. დღევანდელ მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდა...
EUROPÄISCHES STRAFRECHT
EUROPÄISCHES STRAFRECHT
აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ქართული სისხლის სამართლისთვის ევროპულმა სისხლის სამართალმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შ...
საზღვაო სატრანსპორტო კლასტერების ფორმირების შესაძლებლობები და მისი როლი ეკონომიკის განვითარებაში

თამთა ვარშანიძე
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო, ბათუმი
E-mail: tamta.varshanidze@bsu.edu.ge
http://orcid.org/0000...
ქართული ენის სწავლების მეთოდები დუზჯეს უნივერსიტეტში

უცხო ენის სწავლება გარკვეულ მეთოდებს მოითხოვს. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ
სწავლების მეთოდებს, როგორიცაა: გრამატიკულ-მთარგმნელობითი, პირდაპირი, იგივე ბუნებრივი
მეთოდი, აუდიოლი...
კონსტანტინე ბრეგაძის Magnum Opus
კონსტანტინე ბრეგაძის Magnum Opus
Konstantine Bregadze, Associate Professor at Tbilisi State University, is a well-known and trusted scholar in the field of Georgian literary studies. His research focuses on Georgi...
Marjory Wardrop: an Unknown Page of her Kartvelological Endeavour

საქართველოს ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული მეგობრები. ისინი, სხვადასხვა ეროვნების ქართველოლოგები, ჩამოდიოდნენ ამ ქვეყანაში, უყვარდებოდათ იგი, მისი ხალხი, მისი კულტურა და დიდი წვლილი შ...