Search engine for discovering works of Art, research articles, and books related to Art and Culture
ShareThis
Javascript must be enabled to continue!

ნიკო ნიკოლაძის ეროვნული მრწამსის ევოლუცია

View through CrossRef
მსგავსად „თერგდალეულთა“ დიდი თაობის ყოველი წარმომადგენლისა, საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ორიენ- ტაციის პრობლემაზე მსჯელობამ ნიკო ნიკოლაძის (1843–1928) პუბლიცისტიკაშიც მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა. ჩვენი ქვეყნის სამომავლო სახელმწიფოებრივი ბედის განსაზღვრა  თავიდანვე  იქცა მისი განსაკუთრებული ინტერესის საგნად და მსოფლმხედველობრივი მრწამსის საფუძველთა საფუძვლად. მოღვაწეობის პირველ ეტაპზე ნიკო ნიკოლაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავლის ოპტიმალურ გზათა ძიებამ რუსეთთან თანაცხოვრების აუცილებლობის აღიარებამდე მიიყვანა. ისტორიული ვითარებისა და თანადროული სინამდვილის საფუძვლიანმა განსჯა-გაანალიზებამ მას მყარად განუმტკიცა რწმენა იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შორეული პერსპექტივა იყო, რის გამოც აუცილებლად თვლიდა სხვა ქვეყნის მფარველობის ქვეშ თავის შეფარებას და მისი ეროვნული პრობლემების გადაჭრას ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში თანაცხოვრებით. თავისი მოღვაწეობის ადრინდელ ეტაპზე ნ. ნიკოლაძე ასეთ ქვეყნად რუსეთს მიიჩნევდა. მისი აზრით, ჩვენი წინაპრების ერთი ნაწილის მიერ გაკეთებული ამგვარი არჩევანი იმხანად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა და საქართველოს სამომავლო განვითარება ყველაზე მეტად სწორედ ამ გზით იყო შესაძლებელი. 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცი- ისა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენათა შემდგომ, რასაც რუსეთის იმპერიის დანგრევა მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფოებრივ სტატუსთან დაკავშირებით ნ. ნიკოლაძემ აზრი მკვეთრად შეიცვალა და ის უკვე აქტიურად მოითხოვდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან ჩვენი  ქვეყნის  სრულად  გამოყოფასა  და  დამოუკიდებელ  სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ეს თვალსაზრისი ნათლად ვლინდება 1918 წლიდან გამოქვეყნებულ წერილებში; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი მწერალი უკვე პრაქტიკულადაც ერთვება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში. ნ. ნიკოლაძის მსოფლმხედველობაში მომხდარი ამგვარი რადიკალური გარდატეხის არსში გასარკვევად განსაკუთრებით საინტერესოა გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის 22, 24 და 27 მარტის ნომრებში გამოქვეყნებული მისი წერილი „რუსეთის დამხობა და საქართველოს ბედი“.
Title: ნიკო ნიკოლაძის ეროვნული მრწამსის ევოლუცია
Description:
მსგავსად „თერგდალეულთა“ დიდი თაობის ყოველი წარმომადგენლისა, საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ორიენ- ტაციის პრობლემაზე მსჯელობამ ნიკო ნიკოლაძის (1843–1928) პუბლიცისტიკაშიც მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა.
ჩვენი ქვეყნის სამომავლო სახელმწიფოებრივი ბედის განსაზღვრა  თავიდანვე  იქცა მისი განსაკუთრებული ინტერესის საგნად და მსოფლმხედველობრივი მრწამსის საფუძველთა საფუძვლად.
მოღვაწეობის პირველ ეტაპზე ნიკო ნიკოლაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავლის ოპტიმალურ გზათა ძიებამ რუსეთთან თანაცხოვრების აუცილებლობის აღიარებამდე მიიყვანა.
ისტორიული ვითარებისა და თანადროული სინამდვილის საფუძვლიანმა განსჯა-გაანალიზებამ მას მყარად განუმტკიცა რწმენა იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შორეული პერსპექტივა იყო, რის გამოც აუცილებლად თვლიდა სხვა ქვეყნის მფარველობის ქვეშ თავის შეფარებას და მისი ეროვნული პრობლემების გადაჭრას ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში თანაცხოვრებით.
თავისი მოღვაწეობის ადრინდელ ეტაპზე ნ.
ნიკოლაძე ასეთ ქვეყნად რუსეთს მიიჩნევდა.
მისი აზრით, ჩვენი წინაპრების ერთი ნაწილის მიერ გაკეთებული ამგვარი არჩევანი იმხანად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა და საქართველოს სამომავლო განვითარება ყველაზე მეტად სწორედ ამ გზით იყო შესაძლებელი.
1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცი- ისა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენათა შემდგომ, რასაც რუსეთის იმპერიის დანგრევა მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფოებრივ სტატუსთან დაკავშირებით ნ.
ნიკოლაძემ აზრი მკვეთრად შეიცვალა და ის უკვე აქტიურად მოითხოვდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან ჩვენი  ქვეყნის  სრულად  გამოყოფასა  და  დამოუკიდებელ  სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
ეს თვალსაზრისი ნათლად ვლინდება 1918 წლიდან გამოქვეყნებულ წერილებში; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი მწერალი უკვე პრაქტიკულადაც ერთვება ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში.
ნ.
ნიკოლაძის მსოფლმხედველობაში მომხდარი ამგვარი რადიკალური გარდატეხის არსში გასარკვევად განსაკუთრებით საინტერესოა გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის 22, 24 და 27 მარტის ნომრებში გამოქვეყნებული მისი წერილი „რუსეთის დამხობა და საქართველოს ბედი“.

Related Results

დამოუკიდებლობა, როგორც შიდა აუდიტორების სავალდებულო პრინციპი
დამოუკიდებლობა, როგორც შიდა აუდიტორების სავალდებულო პრინციპი
ნატალია შალიმოვა ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი კროპივნიცკი, უკრაინა Email: nataliia.shalimova@gmail.com https://orcid.org/0000-0001-7564-4...
Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)
Georgian Modernist Painting in the European Context (1910-1930)
ქართული ავანგარდული მხატვრობა უაღრესად საინტერესო მოვლენაა, ევროპის უკიდურეს საზღვარზე მყოფი, უძველესიკულტურის მქონე პატარა ქვეყნისა, რომელიც ცნობილი ისტორიულ-პოლიტიკური მიზეზების ...
აუდიტის გავლენა სოციალურ, ეკონომიკურ და ინოვაციურ განვითარებაზე, საერთაშორისო რეიტინგები
აუდიტის გავლენა სოციალურ, ეკონომიკურ და ინოვაციურ განვითარებაზე, საერთაშორისო რეიტინგები
ნატალია შალიმოვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი კროპივნიცკი, უკ...
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
საუკუნე-ნახევრის ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასახელობის ბიბლიოთეკა
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი წიგნსაცავია. იგი ფლობს მილიონზე მეტ საბიბლიოთეკო დოკუმენტს: წიგნებს, პერიოდულ გამოცემებს, CD-DVD ...
Legal Categories of Discrimination and Their Distinctive Characteristics
Legal Categories of Discrimination and Their Distinctive Characteristics
სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარს წარმოადგენს კანონის წინაშე თანასწორობა. დღევანდელ მსოფლიოში, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდა...
Zviad Gamsakhurdiaʼs Political Speeches Regarding Ethnic Minorities of Abkhazia and Ossetia
Zviad Gamsakhurdiaʼs Political Speeches Regarding Ethnic Minorities of Abkhazia and Ossetia
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი კვლევა თეორიული თვალსაზრისით ნაწილობრივ ეფუძნება კონსტრუქტივიზმს. ამ პერსპექტივიდან სამყარო, აზროვნება და ენა ურთიერთქმედებენ ციკლურ რეჟიმში, რომე...
ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
ზეპირსიტყვიერი რეალიები შოთა ნიშნიანიძის პოეზიაში
მეოცე საუკუნის ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელთაც დიდი ამაგი დასდეს მშობლიური ხალხური შემოქმედების ცოდნის, გამოყენებისა და პოპულარიზაციის საქმეს, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შოთა ნიშნ...

Back to Top