Javascript must be enabled to continue!
New Archaeological Reveals in Village Makho
View through CrossRef
ნახევარი საუკუნუს მანძილზე მეტად საინტერესო საველე არქეოლოგიური კვლევა–ძიებანი განხორციელდა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში.
ეს განსაკუთრებით ითქმის კლასიკური და ელინიზმის ეპოქის ნეკროპოლების მიმართ. შეისწავლებოდა ადრეშუასაუკუნეების სამარ-ხებიც. ბოლო წლებამდე შემთხვევითი აღმოჩენების ამარა ვიყავით გვიანანტიკური, რომაული ხანის სამარხეულ ძეგლებთან მიმართებაში. ახლა ეს თეთრი ლაქაც თანდათანობით ივსება. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში მიკვლეულ იქნა ახ. წ. III ს–სა და IV ს–ის დამდეგის სამაროვანი. განხორციელდა სადაზვერვო გათხრითი სამუშაოები. შევისწავლეთ ამ ეპოქის ხუთი სამარხი. სამარხები ცალკეულ ჯგუფებადაა განლაგებული. თითქოსდა ისინი საგანგებოდ გაჭრილი ოთხკუთხა განივკვეთიანი 30 სმ სიფართის მქონე თხრილით არიან შემოფარგლული. მიცვალებულები დაკრძალული ჩანან მოხრილ პოზაში მარჯვენა თუ მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდი-ლოეთისაკენ. მოპოვებულია საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა, ესენია: წელშეზნექილი კოლხური ამფორები, სამეურნეო ნაკეთობის ადგილოვრივი თუ რომანიზებული ფორმები. იმპორტული წითელ-ლაკიანი ლანგარი, მინის ჭურჭელი, რომაული მონეტები (მე–3 სამარხში ამათი რიცხვი 41–ს შეადგენს), ვერცხლის სამაჯური, მშვილდსაკინძები და ბეჭდები. რკინის სატევარი, ხიშტისებური იარაღი (მუჯირა) და ცული. ზომიერად იყო წარმოდგენილი მინისა და მინისებური პასტის მძივები, მათ შორის იშვიათი ნიმუშები. გრძელდება სამარხში კაჟის ჩაყოლების ტრადიცია.
დაახლოებით 700 მეტრის მოშორებით მიკვლეულია სამაროვნის თანადროული დასახლების ნამოისახლარების ნაშთებიც.ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები მახოში მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. სამარხთა თანადროული ოქროს ნივთებისაღმოჩენის ფაქტი სოფელ მახოს სხვა ადგილიდან ადრეც იყო ცნობილი, გარდა ამისა, ძეგლი მდებარეობს საყოველთაოდ ცნობილ გონიო–აფსაროსთან ახლოს.დაგეგმილია მომავალში არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება, როგორც სამაროვნის, ასევე განძის აღმოჩენის ადგილებშიაც.
Title: New Archaeological Reveals in Village Makho
Description:
ნახევარი საუკუნუს მანძილზე მეტად საინტერესო საველე არქეოლოგიური კვლევა–ძიებანი განხორციელდა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში.
ეს განსაკუთრებით ითქმის კლასიკური და ელინიზმის ეპოქის ნეკროპოლების მიმართ.
შეისწავლებოდა ადრეშუასაუკუნეების სამარ-ხებიც.
ბოლო წლებამდე შემთხვევითი აღმოჩენების ამარა ვიყავით გვიანანტიკური, რომაული ხანის სამარხეულ ძეგლებთან მიმართებაში.
ახლა ეს თეთრი ლაქაც თანდათანობით ივსება.
მიმდინარე წლის ივნისის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში მიკვლეულ იქნა ახ.
წ.
III ს–სა და IV ს–ის დამდეგის სამაროვანი.
განხორციელდა სადაზვერვო გათხრითი სამუშაოები.
შევისწავლეთ ამ ეპოქის ხუთი სამარხი.
სამარხები ცალკეულ ჯგუფებადაა განლაგებული.
თითქოსდა ისინი საგანგებოდ გაჭრილი ოთხკუთხა განივკვეთიანი 30 სმ სიფართის მქონე თხრილით არიან შემოფარგლული.
მიცვალებულები დაკრძალული ჩანან მოხრილ პოზაში მარჯვენა თუ მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდი-ლოეთისაკენ.
მოპოვებულია საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა, ესენია: წელშეზნექილი კოლხური ამფორები, სამეურნეო ნაკეთობის ადგილოვრივი თუ რომანიზებული ფორმები.
იმპორტული წითელ-ლაკიანი ლანგარი, მინის ჭურჭელი, რომაული მონეტები (მე–3 სამარხში ამათი რიცხვი 41–ს შეადგენს), ვერცხლის სამაჯური, მშვილდსაკინძები და ბეჭდები.
რკინის სატევარი, ხიშტისებური იარაღი (მუჯირა) და ცული.
ზომიერად იყო წარმოდგენილი მინისა და მინისებური პასტის მძივები, მათ შორის იშვიათი ნიმუშები.
გრძელდება სამარხში კაჟის ჩაყოლების ტრადიცია.
დაახლოებით 700 მეტრის მოშორებით მიკვლეულია სამაროვნის თანადროული დასახლების ნამოისახლარების ნაშთებიც.
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები მახოში მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.
სამარხთა თანადროული ოქროს ნივთებისაღმოჩენის ფაქტი სოფელ მახოს სხვა ადგილიდან ადრეც იყო ცნობილი, გარდა ამისა, ძეგლი მდებარეობს საყოველთაოდ ცნობილ გონიო–აფსაროსთან ახლოს.
დაგეგმილია მომავალში არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება, როგორც სამაროვნის, ასევე განძის აღმოჩენის ადგილებშიაც.
Related Results
KOSAKATA TOPONIMI KOTA PANGKALPINANG
KOSAKATA TOPONIMI KOTA PANGKALPINANG
This research focussed on vocabulary study relates to the name of place/region or toponimy of Pangkalpinang district. This study used descriptive method. The data collected through...
UPAYA PENINGKATAN PEMBERDAYAAN MASYARAKAT MELALUI SOSIALISASI PENGELOLAAN DANA DESA DALAM MENINGKATKAN DERAJAT KESEHATAN MASYARAKAT
UPAYA PENINGKATAN PEMBERDAYAAN MASYARAKAT MELALUI SOSIALISASI PENGELOLAAN DANA DESA DALAM MENINGKATKAN DERAJAT KESEHATAN MASYARAKAT
Abstrak
UU No. 19 Tahun 2023 tentang APBN dan Permendes No. 7 Tahun 2023 tentang Rincian Prioritas Penggunaan Dana Desa Tahun 2024 mencakup Prioritas Penggunaan Dana Desa Tahun 202...
ANALISIS PENGELOLAAN KEUANGAN DANA DESA
ANALISIS PENGELOLAAN KEUANGAN DANA DESA
This study aims to determine the Village Fund Management in Togomangura Village. To achieve these objectives, qualitative research methods are used to decipher data descriptively. ...
Phytolith extraction and counting procedure for modern plant material rich in silica skeletons v1
Phytolith extraction and counting procedure for modern plant material rich in silica skeletons v1
Modern plant tissues are often processed for phytolith analysis. They represent a fundamental source of comparison for archeological and palaeoenvironmental phytolith assemblages; ...
Phytolith extraction and counting procedure for modern plant material rich in silica skeletons v2

Implementasi Kebijakan Perubahan Status Kampung Adat Yoboi Di Distrik Sentani Kabupaten Jayapura Provinsi Papua
Implementasi Kebijakan Perubahan Status Kampung Adat Yoboi Di Distrik Sentani Kabupaten Jayapura Provinsi Papua
Yoboi Village change of status from Government Village to Traditional Village in Jayapura Regency is expected to provide the village with greater opportunities in managing its own ...
Efektivitas Pengelolaan Alokasi Dana Desa dalam Pembangunan Fisik Di Desa Selebung Ketangga
Efektivitas Pengelolaan Alokasi Dana Desa dalam Pembangunan Fisik Di Desa Selebung Ketangga
Village development is one of the matters that is an authority village. As implications from maintenance development that, of course just will need financing or sources reception v...